საზოგადოება

ჰელოუინი ‘ლანგეითში’ [Video]

31 ოქტომბერი, 2012 • 2397
ჰელოუინი ‘ლანგეითში’ [Video]

როგორც “ლანგეითის” ხელმძღვანელი აცხადებს, სასწავლებელი ცდილობს საკუთარ სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად ყველა ის დღესასწაული აღნიშნოს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება:

“ჩვენ გვინდა ენის გარდა ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ჩვენს სტუდენტებს ამერიკული დღესასწაულებიც გავაცნოთ, აღვნიშნეთ ამერიკის პრეზიდენტის დღე, მადლიერების დღე, ახლა კი ჰელოუინის დღესასწაულს აღვნიშნავთ, მგონი საინტერესო საღამო გამოვიდა”, – განაცხადა სასწავლებლის ხელმძღვანელმა.

კელტური დღესასწაული ჰელოუინი ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება და ერთგვარი ბოროტი სულების განდევნის დღესასწაულია, რომელსაც თან ახლავს ფოიერვერკები, კოსტიუმირებული ადამიანები და ტკბილეული, ხოლო გამოჭრილი გოგრა მისი განუყრელი ნაწილია.

საქართველოში ჰელოუინი რამდენიმე წელია, რაც აღინიშნება, მას შემდეგ, რაც დღესასწაული 2008 წლის 31 დეკემბერს მართლმადიდებელ მშობელთა კავშრის წევრებმა ჩაშალეს. ჰელოუინს ძირითადად დახურულ სივრცეში, ბარებსა და კლუბებში ზეიმობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი