საზოგადოება

პრეზიდენტმა ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტი და ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა

16 ოქტომბერი, 2012 • 1060
პრეზიდენტმა ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტი და ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა

სასწავლო აუდიტორიების დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტი საკონფერენციო ოთახში შეკრებილ ლექტორებსა და სტუდენტებს შეხვდა და ახალ შენობაში გადასვლა მიულოცა. 

 

 

„მინდა მოგილოცოთ. ძალიან მაგარ ქალაქში ისწავლით, ძალიან მაგარ ადგილას ისწავლით, ძალიან თავდადებული პედაგოგები გვყავს მართლა ყველა სფეროში. მხატვრები მაგრები არიან, მოქანდაკეები მაგრები არიან,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

 

 

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ახალ შენობაში 15 ოქტომბრიდან გადავიდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს ყოფილი #1 საავადმყოფოს რეაბილიტირებული შენობა გადაეცა. 

 

 

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი სწავლებას ოთხი მიმართულებით ახორციელებს: თეატრი, კინო, მუსიკა და  სახვითი ხელოვნება.უნივერსიტეტში სულ 240 სტუდენტი სწავლობს.   

 

 

ხელოვნების ინსტიტუტის შემდეგ პრეზიდენტმა მაზნიაშვილის ქუჩაზე ცვილის მუზეუმის გასახსნელად გადაინაცვლა. თუმცა, ამჯერად, კამერების გარეშე. მუზეუმში მუშაობის საშუალება მხოლოდ ერთ მედიასაშუალებას, „აჭარის ტელევიზიას”  მიეცა, ხოლო პრეზიდენტის თანმხლები ირმა ნადირაშვილის თქმით, დანარჩენ მედიასაშუალებებს შეეძლოთ „კადრები გადაეწერათ“.   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი