საზოგადოება

სახალხო დამცველი დევნილთა მიერ შენობების დაკავებას ეხმაურება

9 ოქტომბერი, 2012 • • 1012
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ შენობების  დაკავებას ეხმაურება

“საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშებში ყოველთვის საუბრობდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ გაწერილი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის მიმდინარეობის ნელი ტემპების შესახებ. არაერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ე.წ. კერძო
სექტორის დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეტაპი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული და აუცილებელია, დევნილი მოსახლეობა ადეკვატური საცხოვრებელი ფართით მაქსიმალურად მცირე დროში დაკმაყოფილდეს”.-აღნიშნულია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილი აქვს სხვადასხვა კატეგორიის დევნილთა მხრიდან შენობაში შესვლისა და ფართების დაკავების ფაქტებს. როგორც გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული უკანონო ხასიათს ატარებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა დევნილთა მიერ დაკავებული ობიექტების მონიტორინგი. კერძოდ, მონახულებულ იქნა თბილისში ბაქოს ქ. 1-ში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე არსებული შენობები და ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „საქნავთობის“ შენობა. თითოეულ მათგანში ამ წუთამდე რჩებიან დევნილები. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სამივე შენობაში მყოფ დევნილთა შორის არიან ყველა კატეგორიის დევნილები, თუმცა მათი უმეტესობა კერძო სექტორს მიეკუთვნება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი