საზოგადოება

მეტი პომიდორი ინსულტის პრევენციისთვის

9 ოქტომბერი, 2012 • • 1165
მეტი პომიდორი ინსულტის პრევენციისთვის

ისინი იკვლევდნენ lycopene (წითელი პიგმენტის) ზემოქმედებას. წითელი პიგმენტი უხვად გვხვდება პომიდორში, წითელ წიწაკასა და საზამთროში. 

 

კვლევა, რომელიც 1.031 ადამიანზე ჩატარდა, აჩვენებს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სისხლში მეტი წითელი პიგმენტი აღენიშნებათ, ინსულტის დამართვის ნაკლები რისკი აქვთ. 

 

სისხლში წითელი პიგმენტის დონე შემოწმდა კვლევის დასწყისში და მდგომარეობას აკვირდებოდნენ 12 წლის მანძილზე. კვლევის მონაწილეები დაყვეს 4 ჯგუფად, სისხლში წითელი პიგმენტის შემცვლელობის მიხედვით. 258 ადამიანიდან 25 ინსულტის შემთხვევა დაფიქსირდა იმ ჯგუფში, რომელშიც კვლევის მონაწილეებს დაბალი წითელი პიგმენტის შემცვლელობა ჰქონდათ, ხოლო  259 ადამიანიდან 11 ინსულტის შემთხვევა დაფიქსირდა ჯგუფში, რომლის მონაწილეებსაც სისხლში წითელი პიგმენტის მაღლი შემცვლელობა აღენიშნებოდათ. 

 

კვლევის მიხედვით, ინსულტის რისკი 55%-ით შემცირდება, თუ კვების რაციონს პომიდვრით გავამდიდრებთ.

 

“ინსულტის ასოციაციის” წარმომადგენლის,  კლარ ვოლტონის თქმით, მეტი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რატომ ამცირებს აღნიშნული პიგმენტი ინსულტის რისკს.  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი