მკვლევარებმა გააანალიზეს უკვე არსებული 13 ევროპული კვლევა და დაახლოებით 200 000 ადამიანის მონაცემი შეისწავლეს.
აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებში, ვისაც სტრესულ სამსახურში მუშაობა უწევს 23%–ით იზრდება გულის შეტევისა და გულის დაავადებებით სიკვდილიანობის რისკი.
სამსახურეობრივი სტრესი მეცნიერებმა სტრესის ცალკე სახედ გამოყვეს, როგორც კვლევამ აჩვენა ამგვარი სტრესი ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა შემთხვევები უფრო ხშირია იმ ადამიანებში, ვინც დაბალ თანამდებობაზე მუშაობს.