საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხსის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო Euroskill -ის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
Euroskill პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ოქტომბერში ბელგიის საკურორტო ქალაქ სპაში გაიმართება. საქართველო კონკურსში მონაწილეობას წელს პირველად მიიღებს, თუმცა, ჯერ დამკვირვებლის სტატუსით და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში WorldSkill Georgia-ს დელეგატებსა და ექპერტებს შორის სამუშაო შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ WorldSkill Georgia-ს ექსპერტები, რომლებიც 2013 წელს, ლაიპციგში დაგეგმილ WorldSkill-ის საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურის მონაწილეებს მოამზადებენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი უტა ბაიერი, რომელიც WorldSkill-ის ტექნიკური დელეგატია.