საზოგადოება

მასწავლებლის კვალიფიკაციის განსაზღვრა მისი მოსწავლეთა შედეგებით მოხდება

12 სექტემბერი, 2012 •
მასწავლებლის კვალიფიკაციის განსაზღვრა მისი მოსწავლეთა შედეგებით მოხდება

განათლების სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებები შესახებ გლდანის მასწავლებლის სახლში შეკრებულ სერტიფიცირებულ პედაგოგებს თავად პრეზიდენტმა გააცნო.

 

“მინდა, გაგაცნოთ ის ახალი ცვლილებები, რომელიც სერტიფიცირებაში იგეგმება. ჩვენ გადაგვაქვს სერტიფიცირება სკოლებში, ეს იმას ნიშნავს, რომ  გამოცდები აღარ იქნება საგამოცდო ცენტრებში, რომელიც დამამცირებელიც იყო პედაგოგებისთვის. მცირდება გამოცდების საათები, თუ გამოცდა 5 საათიანი იყო და მაქსიმუმ ორ საათნახევრიანი გახდება. გარდა ამისა, შემოდის სხვა კრიტერიუმები მასწავლებელების ატესტაციისთვის. პედაგოგების კვალიფიკაცია გაიზომება იმით, თუ რამდენმა მისმა მოსწავლემ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, თუ რა აკადემიური მოსწრება აქვთ მათ. ასევე, უნდა გაკონტროლდეს, თუ როგორ ტარდება გაკვეთილები. ეს არ იქნება გადამწყვეტი კრიტერიუმი, მაგრამ იქნება მნიშვნელოვანი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი