საზოგადოება

ღია ტუალეტი თბილისის ცენტრში

28 აგვისტო, 2012 •
ღია ტუალეტი თბილისის ცენტრში

ფოტოზე გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა გამოსახული, კერძოდ, მიწისქვეშა გადასასვლელის კედელი, რომელზეც ორი პისუარია მიმაგრებული.

ღია ტუალეტებით ქალაქის ცენტრში სწორედ ამსტერდამია ცნობილი, ამსტერდამის პისუარები ისტორიულ ძეგლთა სიაშია შეტანილი და ქალაქის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

საზოგადოებრივი ტუალეტი ამსტერდამში
საზოგადოებრივი ტუალეტი ამსტერდამში


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქართულ პისუარებს სხვა ისტორია აქვს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, გივი კაპანაძე ამბობს, პისუარები მიწისქვეშა გადასასვლელში რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, ისინი ჩვეულებრივად იყო დახურული, თუმცა გარეთა კორპუსი თანდათან მოინგრა და პისუარები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა:

“ალბათ, ამიტომ გახდა ხალხისთვის შესამჩნევი და სასაცილო, მაგრამ ფუნქცია არასოდეს ჰქონია, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველა მაინც მიწისქვეშა გადასასვლელს იყენებს, შვილო”, – ამბობს გივი კაპანაძე.

გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით ხალხი იშვიათად სწორედ იმიტომ სარგებლობს, რომ გადასასვლელი დაბინძურებულია.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამ ტუალეტის არსებობის შესახებ არაფერი იციან. მათი განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების შემდეგ აქ ისეთივე ფასიანი ტუალეტი გაკეთდება, როგორიც რამდენიმე გადასასვლელში უკვე გაკეთდა.

მიწისქვეშა გადასასვლელებში რამდენიმე საპირფარეშოს ამოქმედებამდე მილიონნახევრიან თბილისში მხოლოდ 8 საზოგადოებრივი ტუალეტი ფუნქციონირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი