საზოგადოება

24 501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

25 აგვისტო, 2012 •
24 501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
“დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩვენთვის ცნობილია უკვე შედეგები და მინდა განვაცხადო, რომ წელს 24 501 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, ეს ციფრი დარეგისტრირებული სტუდენტების 71%–ია, რაც შარშანდელ მონაცემებს 5.3%–ით აღემატება.
 
 
2012 წლის გამოცდების შემდეგ სააპელაციო განაცხადი 1480–მა აბიტურიენტმა შეიტანა, საიდანაც 333 აპლიკანტს ქულა შეეცვალა. ჩარიცხული სტუდენტებიდან 900–ზე მეტმა 100%–იანი გრანტი აიღო. ხატია დეკანოიძის განცხადებით, სტუდენტების გრანტების დასაფინანსებლად წელს ბიუჯეტიდან 12 მილიონამდე ლარია გამოყოფილი:
 
 
“მინდა გითხრათ, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიარა აბსოლუტურად ნებისმიერი ხარვეზის, ნებისმიერი ექსცესის და პრობლემის გარეშე. მინდა საზოგადოებას განვუცხადო, მინდა ვუთხრა ყველა აბიტურიენტს, რომელმაც წელს ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მინდა ვუთხრა ყველა მშობელს, რომელიც ნერვიულობს თავის შვილებზე, რომ უკვე დღეიდან, 2012 წლის 25 აგვისტოდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ დაასრულა თითქმის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რომელსაც ეწოდება 8+1 სტრატეგია.
 
ნებისმიერ ბავშვს, ნებისმიერ აბიტურიენტს, როცა მოუნდება, წელიწადში რამდენჯერმე შეეძლება ჩააბაროს ეს გამოცდები, წელიწადში რამდენჯერმე შეეძლება გაიაროს რეგისტრაცია და მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი წელიწადის 12 თვის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით”, – აღნიშნა დეკანოიძემ.
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი