საზოგადოება

ნაყინის კვლევის შედეგები

25 აგვისტო, 2012 •
ნაყინის კვლევის შედეგები

კვლევის შედეგად ასევე აღმოჩენილია არაქართული წარმოების აზერბაიჯანული ნაყინები– “ორეშოკი” და “ოაზისი”, რომელიც ვადაგასულია.

 

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის განმარტებით, ვადაგასული ნაყინები ჯერ ისევ გაყიდვაშია და ბაზარზე არსებულ სხვა ნაყინებთან შედარებით გაცილებით იაფად იყიდება.

 

“კვლევის შედეგად უარყოფითი შედეგი ჰქონდა სამი დასახელების ქართულ ნაყინს, მათში აღმოჩენილი იყო ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, რაც მიუთითებს ანტისანიტარიულ მდგომარეობაზე უშუალოდ ნაყინის დასამზადებელ ადგილზე. ასევე, აღმოჩენილია ორი დასახელების ნაყინი, რომელიც ვადაგასულია და ისინი წარმოებულია 2011 წელს. მომხმარებელს უბრალოდ არ შეუძლია ამის ამოკითხვა ეტიკეტზე, ვინაიდან ეს წარწერა ნაყინზე გადაშლილია,” – აცხადებს მადონა კოიძე.

 

დადებითი შედეგი აჩვენა კვლევისათვის შერჩეულმა დანარჩენმა 14 დასახელების ნაყინმა. 100%–ით დამაკმაყოფილებელი კი ნაყინი “გურჯაანის–საამო” გამოდგა, რომელიც საკუთარ პროდუქციას 100%–იან ნატურალურ კარაქზე ამზადებს.

 

მადონა კოიძის განმარტებით, ლაბორატორიის კვლევის შედეგები სურსათის უვნებლობის სამსახურს გაეგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი