ძილისას უამრავი ადამიანი ხვრინავს, თუმცა ხმამაღალი და რეგულარული ხვრინვა გარკვეულ დაავადებებს შეიძლება უკავშირდებოდეს.
ძილის ერთ–ერთ კონდიციას, როდესაც ადამიანი ხვრინავს, ძილის ობსტრუქციული აპნოე(OSA) ეწოდება. OSA ადამიანების დაახლოებით 4%–10%–ში ფიქსირდება.
ბრაზილიაში მედიკოსებისგან და ფიზიკოსებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლებიც დაკვირვებებს ადამიანის ძილზე აწარმოებდნენ, განაცხადეს, რომ ხვრინვა სხვადასხვა ტიპის დაავადებებთანაა კავშირში და მასზე დაკვირვებით არაერთი დაავადების დიაგნოზირება შეიძლება.
მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხვრინის სიხშირეზე, რეგულარობაზე, ხმის ტემბრსა და სიმაღლეზე დაკვირვება და კომპლექსური ანალიზი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სხვადასხვა დიაგნოზის დასმა.
არსებობს ჯანსაღი ხვრინვაც, ამ შემთხვევაში ის სინქრონულია და თითო ამოხვრინვას შორის ინტერვალი 10 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ბრაზილიელთა ჯგუფმა ჯანსაღი და არაჯანსაღი ხვრინვის გამოსაკვლევად და მეტი დეტალების დასადგენად ხვრინვის ჩაწერა დაიწყო. მათი განცხადებით, ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ძალიან ადვილად შეიძლება დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს ყელის, ფილტვების ან გულის პრობლემები, ისინი ამტკიცებენ, რომ ხვრინვა არის სიგნალი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი პრობლის არსებობის შემთხვევაში გამოსცემს.
ამ პრობლემებს და მათი გამოკვლევის გზებს მათ ვრცელი ნამუშევარი მიუძღვნეს, თუმცა ნამუშევარი ჯერჯერობით რეცენზირებული არ ყოფილა.




