სტუდენტები პარკის დაგვა-დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი საქმიანობა საშიში გახდა პარკში მომრავლებული გველების გამო.
„დღესაც ვნახე გველი, როდესაც ფორჩხით ფოთლებს ვაგროვებდი პარკში. რამდენიმე დღის წინაც იყო ანალოგიური შემთხვევა. ძალიან შემეშინდა”, – ამბობს პარკში დასაქმებული სტუდენტი ქეთი ვაშაკიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ანალოგიურ შემთხვევებზე ჰყვებიან სხვა სტუდენტებიც.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის სამეურნეო დარგის სპეციალისტი თემურ აბრამიძე ამბობს, რომ პარკში აღმოჩენილი ქვეწარმავლები საშიში არაა:
„პარკი ქვეწარმავლებთან დაკავშირებით შარშან მოიწამლა. პატარა რაღაცა აღმოაჩინეს , ძლოკვიაო თუ რაღაც მსგავსი, კბენა არ იცის. საშიში არაა“.
მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკით ქუთაისში ყოვედღიურად ასეულობით ადამიანი სარგებლობს, ძირითადად კი – ბავშვები, რომლებისთვის პარკში სხვადასხვა სახის ატრაქციონი ფუნქციონირებს.







