საზოგადოება

აბიტურიენტების 9.44 %-მა გამოცდა უცხო ენაში ვერ ჩააბარა

25 ივლისი, 2012 •
აბიტურიენტების 9.44 %-მა  გამოცდა უცხო ენაში ვერ ჩააბარა

ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს, რომელმაც  2012 წლის გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.

აბიტურიენტების 90.56% აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
აბიტურიენტების 7.07%-მა მიიღო 91-100 ქულა ინგლისური ენის I ვარიანტში, 7.59 %-მა – მეორეში   და  5.44 % -მა– III  ვარიანტში.

გერმანულ ენაში ყველაზე მაღალი, 91-100 ქულა აბიტურიენტების მხოლოდ 3.98 %-მა მიიღო, ფრანგულში –2.26%–მა, ხოლო რუსულში –10.52%-მა.

აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც უცხო ენაში გამოცდა ჩააბარეს, რაოდენობრივად ასე განაწილდა:
6084 – ინგლისური ენა, I ვარიანტი
8813 – ინგლისური ენა, II ვარიანტი
8849 – ინგლისური ენა, III ვარიანტი
2641 – გერმანული
664 – ფრანგული
5438 – რუსული

600

მასალების გადაბეჭდვის წესი