ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს ქორწინებების აკრძალვას ერთი სქესის ადამიანებს შორის. იცოდით თუ არა ამის შესახებ?
გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, 35 %–მა იცოდა ამის შესახებ, ხოლო 6 % ამბობს, რომ არ იცის.
ამასთან, კითხვაზე, მხარს დაუჭერთ თუ არა ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ქორწინებას ერთი სქესის ადამიანებს შორის, 89% პასუხობს “დიახ”, 6%– “არა”, ხოლო 4%-მა “არ იცის”.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივლისს წარუდგინა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).