საზოგადოება

ილიაუნის ლექტორის ჰომოფობიაზე არ უმსჯელია

1 ივლისი, 2012 •
ილიაუნის ლექტორის ჰომოფობიაზე არ უმსჯელია

გიორგი მიქანაძე
გიორგი მიქანაძე

გიორგი მიქანაძეს “ლგბტ საქართველოს” წარმომადგენლები ჰომოფობიურ გამონათქვამებში ადანაშაულებდნენ:

“მიქანაძემ თავისი განცხადება გააკეთა პირად სივრცეში და შემდეგ საჯაროდ მოიხადა ბოდიში. რაც შეეხება იმას უნდა განეხილა თუ არა ეს საბჭოს უბრალოდ არავის არ მოუმართავს ჩვენთვის, ვინმეს რომ მოემართა ცალკეულ ფაქტს განვიხილავდით, მაგრამ არავის არ ამოუღია ხმა, არავის არ მოუმართავს ოფიციალურად”, – განაცხადა გიგი თევზაძემ.

მანამდე გიგი თევზაძემ “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებდა ილიას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 

გიორგი მიქანაძის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში გაკეთებული განცხადებების ამონარიდები “ნეტგაზეთს” “ლგბტ საქართველოს” ხელმძღვანელმა, დავით-მიხეილ შუბლაძემ მიაწოდა.

“ლგბტ საქართველოს” წარმომადგენლების თქმით მიქანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პერმანენტული სახე მიეცა. ამგვარი განცხადებების გაკეთება არც თავად გიორგი მიქანაძემ უარყო რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბანკო საქმეს ასწავლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი