ორგანიზაციის წარმომადგენლები უკრაინაში ლგბტ აქტივობების წინააღმდეგ ინიცირებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების კომიტეტმა უკრაინის პარლამენტს განსახილველად კანონპროექტი შესთავაზა, რომელიც ”მორალის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას და ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის კრიმინალიზაციას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ჯარიმებითა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ჰომოსექსუალებთან და ბისექსუალებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება მასმედიის საშუალებით და ვირტუალურად სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება სხვადასხვა ლგბტ აქტივობებთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ უკრაინელ მეგობრებს და მოუწოდებენ უკრაინას, შეეწინააღმდეგოს კანონის მიღებას. ამის შესახებ “იდენტობის” წევრებმა საელჩოში ოფიციალური წერილიც გაგზავნეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *