დღესვე სააკაშვილმა უნდა გახსნას ქუთაისის ისტორიულ უბანში, ყოფილი #1 პოლიკლინიკის შენობაში ახალი სასტუმრო საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო 27 ნომრიანია.
სასტუმროს მფლობელია ქართულ-ებრაული კომპანია “შიტრიტ ჯგუფი საქართველოში”. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ კომპანიას ქუთაისში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რომლის ფარგლებშიც ქალაქში 3 სასტუმრო და რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნილიყო.
ერთ-ერთი სასატუმროს მშენებლობას “შიტრიტ ჯგუფი” ქუთაისში ახალაშენებული პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს, ხოლო მეორე სასტუმრო – ქალაქის ცენტრში, ვარლამიშვილის ქუჩაზე უნდა აშენდეს.