საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

23 მაისი, 2012 •
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია მოქალაქე მალხაზ ბიჩინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მალხაზ ბიჩინაშვილი დაზიანდა 21 მაისს „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

უკვე მესამე დღეა არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის ბუნდოვანია დაზარალებული მალხაზ ბიჩინაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქარტია აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან საქმე ეხება ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის პასუხისმგებლობის საკითხს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ გაასაჯაროოს მალხაზ ბიჩინაშვილის ჯანმრთელობის ისტორია, საავადმყოფოში მიყვანისას დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობის სახე.

მასალების გადაბეჭდვის წესი