ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მხიარულ და ოპტიმიზმით სავსე ადამიანებში გულის დაავადებათა რისკები მცირდება.
200–ზე მეტ სწავლაზე დაყრდნობილი კვლევა ადასტურებს, რომ დეპრესია და სტრესი პირდაპირაა დაკავშირებული გულის დაავადებების გაჩენის რისკთან, რადგან ამ დროს ადამიანს პრობლემა ექმნება არტერიულ წნევასთან და ქოლესტერინის შემცველობასთან დაკავშირებით.
თუმცა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია მწეველია თუ არა ადამიანი, რა ასაკისაა, რამდენს იწონის და როგორია მისი სოციალურ–ეკონომიკური სტატუსი.
ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ოპტიმისტ ადამიანებში დაავადებათა რისკი 50%–ით მცირდება.