საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს ვეტოს დადების თხოვნით მიმართეს

23 მარტი, 2012 • 1045
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს ვეტოს დადების თხოვნით მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციების  და საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტს ვეტოს დადებას თხოვნით მიმართეს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს დაარეგულირებს.

ამ საკითხზე დღეს თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ საზოგადოების წარმომადგენლები და ხელი მოაწერეს მიმართვას, რომელიც პრეზიდენტს გაუგზავნეს.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც შედის  საქართველოს კანონში გარემოს დაცვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს კანონში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ პრეზიდენტს, იქნებ მოვახერხოთ და ეს კანონი შეჩერდეს და თუ ეს არ გაჭრის, შემდგომ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას.”– განუცხადა ნეტგაზეთს გარემოსდაცვითმა ექსპერტმა ლია თოდუამ.

ლია თოდუას განცხადებით, ვეტოს დადების მიმართვას ელექტრონულად 27–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი, ადგილზე კი დაახლოებით 14 ორგანიზაცია დაემატა.

ფოტოს ავტორი: დათო ჭიპაშვილი

 

 

ამავე თემაზე:

რაზე თხოვენ პრეზიდენტს ვეტოს დადებას


მასალების გადაბეჭდვის წესი