საზოგადოება

Safeaway დამუშავებულ ხორცს აღარ გაყიდის

21 მარტი, 2012 • 926
Safeaway დამუშავებულ ხორცს აღარ გაყიდის

Safeway, ამერიკის რიგით მეორე სუპერმარკეტების ქსელი წითელი დამუშავებული ხორცის გაყიდვაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ABC news ავრცელებს.

Safeway ამერიკაში 1400 მაღაზიას ფლობს და Kroger-ის შემდეგ ყველაზე დიდი ქსელი აქვს. როგორც კომპანიის მფლობელები აცხადებენ Safeway მომხმარებელს მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს, ბოლო დღეებში კი მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამუშავებული ხორცი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამიტომ პროდუქტის სიიდან ამოღება გადაწყვიტეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (USDA) განაცხადეს, რომ ისინი სკოლებს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ იყენებენ თუ არა მათი მომმარაგებელი კომპანიები ე.წ. pink slime-ს.

შეგახსენებთ, რომ ორმა დამოუკიდებელმა კველვამ, რომელიც ამერიკაში 28 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აჩვენა, რომ  წითელი ხორცი სიკვდილიანობის რისკის ზრდის მაღალ ალბათობას აჩვენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი