საზოგადოება

სად დასაქმდებიან სტუდენტები

8 მარტი, 2012 •
სად დასაქმდებიან სტუდენტები

სტუდენტური დასაქმების პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსდა იმ დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფესიების ჩამონათვალი, სადაც ზაფხულში, ერთი თვის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება.

იმის მიუხედავად, რომ განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში სახელმწიფო და კერძო სტუქტურები, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა ბანკი მიიღებს მონაწილეობს, ვებ-გვერდზე, ჯერჯერობით, მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლებისა და იქ არსებული ვაკანსიების ჩამონათვალია.

ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის გადარჩევა, დახარისხება, წიგნების დალაგება, პარკის გაწმენდა, გასუფთავება, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დეკორაციების მოწესრიგება, საწყობის მოწესრიგება, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ელექტროგაყვანილობის რეაბილიტაცია, სპორტული ცენტრის მომზადება სარემონტო სამუშაოებისთვის, სპორტული ცენტრის რემონტი, აგრარული უნივერსიტეტის შენობების სარემონტო სამუშოები – ეს და სხვა დანარჩენი ვაკანსია სტუდენტური დასაქმების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ ბაკალავრიატის იმ სტუდენტებს, ვისაც სურვილი ექნება, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, 20 მარტის დილის 10 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს.

დარეგისტირების ვადები ოფიციალურად 20 მარტიდან 20 აპრილამდე განისაზღვრა.

ამავე თემაზე: სტუდენტთა დასაქმება დასწრების პრინციპით

მასალების გადაბეჭდვის წესი