საკვები პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ანელებს თავის ტვინის დაბერების პროცესს.
“კვერცხის, ქათმის ხორცისა და იმ პროდუქტების რეგულარული მოხმარება, რომლებიც ჭარბად შეიცავს B ვიტამინში შემავალ ნივთიერება ხოლინს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ანელებს თავის ტვინის დაბერების პროცესს”,– აცხადებს სააგენტო როიტერი, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
“აღნიშნული კვლევა აჩვენებს კავშირს მეხსიერებასა და ისეთ პროდუქტებს შორის, როგორებიცაა: ღვიძლი, თევზი, კვერცხი, ქათქმის ხორცი, რძე და ა.შ.
სპეციალისტები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ნივთიერება არ არის წამალი ალცჰეიმერის დაავადების წინააღმდეგ, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაკარგვა და რომლითაც მთელ მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი არის დაავადებული.
თუმცა, კვლევის ხელმძღვანელების თქმით, მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ დიეტა, რომელსაც ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იცავს, თავის ტვინის დაბერების პროცესზე უშუალოდ მოქმედებს.
„იდეა, რომელის მიტანასაც საზოგადოებამდე ვაპირებთ, იმაში მდგომარეობს, რომ საშუალო ასაკის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება,”–ამბობს კვლევაში მონაწილე ექიმი აუ.
1991–1995 წლების პერიოდში მეცნიერებმა სამედიცინო კვლევაში მონაწილე 36–83 წლის ასაკის დაახლოებით 1400 ადამიანის კვების რაციონი შეისწავლეს, ამასთან, 1998–2001 წლებში იმავე ადამიანებმა გაიარეს ტესტი მეხსიერებაზე და კოგნიტურ უნარ– ჩვევებზე, ასევე მაგნიტურ– რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურა.
აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც დიდი რაოდენობით ხოლინის შემცველ საკვებს იღებდნენ, მეხსიერების ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.
ხოლინის რეკომენდებული დოზა მამაკაცებისთვის 550 მგ, ხოლოდ ქალებისთვის 425 მგ–ია”.–ნათქვამია როიტერის სტატიაში.