საზოგადოება

თბილისში მედიის პრობლემებზე მსჯელობენ

10 მარტი, 2016 • 1353
თბილისში მედიის პრობლემებზე მსჯელობენ

თბილისში მედიის საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციას “კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის”, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან (OSGF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) პარტნიორობით მართავს.

კონფერენცია ხუთი პანელისგან შედგება, და მასზე განიხილება შემდეგი საკითხები

Ø მედია გარემო საპარლამენტო არჩევნების წინ
Ø მედიის ფინანსური მდგრადობა და გამჭვირვალობა
Ø საზოგადოებრივი მაუწყებელი რეფორმის გზაზე
Ø ინტერნეტ თავისუფლება და ონლაინ სივრცის რეგულირების ტენდენციები
Ø ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შეჯამება

კონფერენციას ესწრებიან სამოქალაქო სექტორის, მედიისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

კონფერენცია სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”- ში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი