სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, ციხეში აკრძალული საგნის, კერძოდ, დანების შეტანის მცდელობის ფაქტზე დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, დანები თანამშრომელს ზეწარში ჰქონდა დამალული.

“მიმდინარე წლის 1 მარტს პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში, ამავე დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორ გ.მ-ს საკვების და პირადი ნივთების შემოწმებისას, რომლის შეტანასაც იგი დაწესებულებაში ცდილობდა, ზეწარში ფარულად გადამალული აკრძალული საგნები – სამი ცალი საშუალო ზომის დანა აღმოჩნდა,”–აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით,  ს გ.მ-ს ბრალად ედება პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.

საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *