სამართალი

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

25 თებერვალი, 2016 • 1100
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდაეთში მოკლული ქალი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს.

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ინფორმაციით, ქალი 67 წლის იყო და სავარაუდოდ წამებით მოკლეს, ვინაიდან ცხედარს სახეზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ტელეკომპანიის ცნობითვე, სავარაუდოდ, თავდამსხმელები პენსიის თანხას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ყაჩაღობა გამოირიცხება, ვინაიდან სახლში პენსიის თანხა გამოსაჩენ ადგილზე იდო. გარდა ამისა, უწყება აცხადებს, რომ პირველადი დათვალიერებით ცხედარს არ აღენიშნება დაზიანებები. შსს–ს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის დამატებითი ექსპერტიზა არის დანიშნული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი