იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა საკბალიფიკაციო ტესტების შესაძლო გამჟღავნების საკითხთან დაკავშირებით დღეს, 19 თებერვალს ინფორმაცია მოისმინეს და მასალები პროკურატურას გადასცეს.
საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ამ საქმესთა საბჭოს წევრებს თეორიულადაც კი არ ჰქონიათ შეხება.
“ჩვენ გადავწყვიტეთ და დავადგინეთ ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ, ადგილი შეიძლება ჰქონდეს ტესტების გაჟონვას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მასალები გადაიგზავნოს პროკურატურაში. შესაბამისად, ის ყველა მასალა, ვიდეო იქნება თუ ნაწერი მასალა, გადაიგზავნება პროკურატურაში. დანარჩენი, ალბათ უნდა დაველოდოთ გამოძების შედეგებს. საბჭოს წევრებს თეორიულადაც შეხება არ ჰქონიათ ამასთან. დანარჩენი, ყველა მზად არის, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლოს და ნებისმიერ კითხვას, რომელიც დასჭირდება გამოძიებას აღნიშნული თემის გამოვლენასთან დაკავშირებით, ყველანი ვართ მზად,”– აცხადებს მურუსიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების გამჟღავნების შესახებ განცხადება 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა გააკეთა. ლევან მურუსიძემ კი მის პასუხად განაცხადა, რომ ამ საკითხზე იგი პირადად ატარებდა შიდა მოკვლევას. დღემდე საბჭოს მხრიდან არ გაკეთებულა განცხადება, თუ ვის მიერ, ან როგორ შეიძლებდა მომხდარიყო ტესტების გამჟღავნება.