ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯაბელი სიტყვის მოსმენა მიმდინარეობს. პროცესს, ჟურნალისტების გარდა, პოლიტიკოსებიც ესწრებიან, კერძოდ, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. დღევანდელ პროცესზე არ იმყოფებიან ებრაელი სასულიერო პირები, რომლებიც 23 მარტს გამართულ სხდომას ესწრებოდნენ. ისინი ისრაელში გუშინ დაბრუნდნენ. განსასჯელთა ადვოკატი არჩილ კბილაშივილი ფუქსისა და ფრენკელის უდანაშუალობის დასამტკიცებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყეტილებებს იშველიებს. მისის თქმით, საქართველოს ნთავრობამ ებრაელ ბიზნესმენებს მახე დაუგო, რათა მათთვის არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული 98 მილიონი დოლარო არ გადაეხადა. რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს, მათ ბრალი ქრთამის შეთავაზებაში ედებათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ბიზნესმენების მიმართ განაჩენს.
ფუქსისა და ფრენკელის პროცესი გრძელდება
-
27.10.2026 სერბეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა -
26.10.2026 ტყუილია, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა – ადვოკატი -
26.10.2026 თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს -
26.10.2026 პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა -
26.10.2026 გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა -
26.10.2026 ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“
