ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯაბელი სიტყვის მოსმენა მიმდინარეობს. პროცესს, ჟურნალისტების გარდა, პოლიტიკოსებიც ესწრებიან, კერძოდ, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. დღევანდელ პროცესზე არ იმყოფებიან ებრაელი სასულიერო პირები, რომლებიც 23 მარტს გამართულ სხდომას ესწრებოდნენ. ისინი ისრაელში გუშინ დაბრუნდნენ. განსასჯელთა ადვოკატი არჩილ კბილაშივილი ფუქსისა და ფრენკელის უდანაშუალობის დასამტკიცებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყეტილებებს იშველიებს. მისის თქმით, საქართველოს ნთავრობამ ებრაელ ბიზნესმენებს მახე დაუგო, რათა მათთვის არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული 98 მილიონი დოლარო არ გადაეხადა. რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს, მათ ბრალი ქრთამის შეთავაზებაში ედებათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ბიზნესმენების მიმართ განაჩენს.
ფუქსისა და ფრენკელის პროცესი გრძელდება
-
26.10.2026
გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
-
26.10.2026
ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება წულუკიანის კომისიის დასკვნაა — აკინძული „ასავალ-დასავალი“
-
26.10.2026
აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ
-
26.10.2026
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო პარტიას აკრძალავს
-
26.10.2026
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენდირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
-
26.10.2026
ევროპაში საწვავის გაძვირებას საგადასახადო შეღავათებით უპასუხეს
