სამართალი

სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯამებელი მოსმენა მიმდინარეობს

23 მარტი, 2011 • 1018
სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯამებელი მოსმენა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესი განსასჯელების ინტერესების დამცველის შემაჯამებელ სიტყვას ეთმობა, რის შემდეგაც მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

პროცესის პირველ ნაწილს საქართველოში ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა მათ სასამართლო სხდომის დარბაზი უკომენტაროდ დატოვეს.

დაცვის მხარემ ამ წუთებში წარმოადგეს არგუმენტები, რომლებითაც ცდილობს ბრალდების მხარის არგუმენტების გაბათილებას. ბრალდების მხარის შემაჯამებელი მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 მარტს გაიმართა.

ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში სპეცოპერაციის შემდეგ დაკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი