სამართალი

შსს: ნინოწმინდაში მომხდარ ყაჩაღობასა და მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

18 იანვარი, 2016 • 1658
შსს: ნინოწმინდაში მომხდარ ყაჩაღობასა და მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნონით, ნინოწმინდაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ხოლო ერთ–ერთი მათგანი, ქეთევან ხმალაძე, სამხრეთის კარიბჭეს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციის “ერთსულოვნება სამართლიანობისკენ” ხელმძღვანელია.

44 წლის, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ ბ., 41 წლის, წარსულში სამჯერ ნასამართლევი ნოდარ ა., 44 წლის, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი კობა შ., 35 წლის ივანე გ., 37 წლის ქეთევან ხ. და 30 წლის დარიკო შ. ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს,”– აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას, განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

შსს-მ ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დააკავაშსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ ბ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი ნოდარ ა., 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი კობა შ., 1980 წელს დაბადებული ივანე გ., 1978 წელს დაბადებული ქეთევან ხ. და 1985 წელს დაბადებული დარიკო შ. ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს.გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Monday, January 18, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი