სამართალი

გაუჩინარებული პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი იპოვეს

17 იანვარი, 2016 • 2154
გაუჩინარებული პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი იპოვეს

პროკურატურის ცნობით, მამაკაცი, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს, პროკურორი ვახტანგ ქირიაა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი ვახტანგ ქირია სამი დღის წინ გაუჩინარდა და მას მერე ეძებდნენ.

მისი ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე, 35-ე სკოლასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იპოვეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი. ტელეკომპანიის ცნობით, პროკურორი, სავარაუდოდ, მოკლულია.

თუმცა პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

პრკურატურის პრესსამახურმა თავდაპირველად “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღმოჩენილი ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის. მოგვიანებით მათ დაგვიდასტურეს, რომ მოხდა გარდაცვლილის იდენტიფიცირება და ის პროკურორი ვახტანგ ქირიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი