ნეტგაზეთი | სტრასბურგში დევნილების საქმის სრული განაცხადი გაიგზავნება სტრასბურგში დევნილების საქმის სრული განაცხადი გაიგზავნება – Netgazeti
Batumelebi | RU

სტრასბურგში დევნილების საქმის სრული განაცხადი გაიგზავნება

400 –მდე დევნილის საქმის სრულ განაცხადს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კონსტიტუციის 42–ე მუხლი  ცოტა ხანში წარადგენს.

400 –მდე დევნილის საქმის სრულ განაცხადს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კონსტიტუციის 42–ე მუხლი  ცოტა ხანში წარადგენს.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილების საქმეებზე წინასწარი განაცხადი არასამთავრობო ორგანიზაციამ 2009 წელს გააკეთა.

ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეთა უმრავლესობაში დაზარალებულები რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევას ასაჩივრებენ, როგორებიცაა: წამება და არაადამიანური მოპყრობა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა,  მონობა და იძულებით შრომა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებების უკანონო აღკვეთა, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის შელახვა, დისკრიმინაცია.

ნაზი ჯანეზაშვილი, 42–ე მუხლის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დღეს მათი ორგანიზაციის ყველა იურისტია ჩართული სრული განაცხადის მომზადებაში.

„მთელი ორგანიზაციის ენერგია ამ საქმისკენ არის მიმართული, განცხადებები 2011 წლის დასაწყისში გაიგზავნება: ნაწილი – იანვარში, ნაწილი – თებერვალში“, – ამბობს ჯანეზაშვილი.

დროის სიმცირის გამო, ორგანიზაციამ 2009 წლის თებერვალში მხოლოდ წინასწარი განაცხადი გაგზავნა. ახლა კი დამუშავებული განაცხადები მომზადდა, სადაც სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული სხვადასხვა დარღვევა.

10 იანვრიდან ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლს ახალი თავმჯდომარე და ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

გეგმური ცვლილების შედეგად, რომელიც ორგანიზაციის წესდებით არის გამოწვეული, თავმჯდომარე იურისტი თამარ გაბისონიაა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი. ორივე მათგანი აღნიშნულ თანამდებობაზე ორი წლის ვადით დარჩება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე