სამართალი

სასამართლო ვახტანგ კომახიძის სარჩელის განხილვას იწყებს

10 იანვარი, 2011 • 1374
სასამართლო ვახტანგ კომახიძის სარჩელის განხილვას იწყებს

დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „რეალტივის“ წინააღმდეგ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

ჟურნალისტი ტელეკომპანიას   გადაცემული ინფორმაციის გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს და  პატივისა და ღირსების შელახვისთვის  მორალური ზიანის სანაცვლოდ სიმბოლურად  1 ლარს ითხოვს.

საუბარია გადაცემაზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში მას შემდეგ გავიდა, რაც ჟურნალისტმა შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა.  სტუდია „რეპორტიორის“ დამფუძნებელს თავშესაფარი მოთხოვნიდან რამდენიმე თვეში მიცეს, მანამდე კი ჟურნალისტმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

ვახტანგ კომახიძესთან ერთად მოსარჩელეა მისი შვილი უტა კომახიძეც.   მოსარჩელეების მოთხოვნით საქმე დახურულ სასამართლო პროცესზე განიხილება.

ვახტან კომახიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი