სამართალი

“ემპათია” სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ

20 დეკემბერი, 2010 • 1441
“ემპათია” სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიის’’ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა პრეკონფერენცია გამართა.

,,წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სისტემის გაძლიერება საქართველოში’’ – ეს პროექტი მიმდინარე წლის 22 ივლისიდან შეჩერებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების სამინისტროს მიერ. პროექტი მანამდე ქალთა #5 დაწესებულებაში, ასევე, იმავე დაწესებულებაში  არსებულ მოზარდთა ციხესა და მოზარდთა აღმზრდელობით დაწესებულებაში ხორციელდებოდა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა პრესკონფერენციაზე.

ჯიშკარიანმა ერთ-ერთ არასრულწლოვან პატიმარზე მ. მ.–ზე ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, აღენიშნება ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები. ამის მიუხედავად, არასრულწლოვანს თელავის რაიონულმა სასამართლომ ათი წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თელავის რაიონულ სასამართლოში. ჯიშკარიანის თქმით, ეს ფაქტი არის უხეში დარღვევა.

მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის მაჩვენებელი გაიზარდა, ამიტომ უახლოეს მომავალში   საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის წინააღმდეგ ,,ემპათია’’ ახალ გეგმას წარმოადგენს.

ნეტგაზეთი შეეცადა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი