სამართალი

მეჩეთში ქურდობისთვის ბრალდებული დაკავებულია

4 დეკემბერი, 2015 • 1286
მეჩეთში ქურდობისთვის ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ქურდობის ბრალდებით 22 წლის ელბრუს ე. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატიული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი