სამართალი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

14 დეკემბერი, 2025 •
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება – მეორე ტურში თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდიაშვილი, რომლებმაც ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს, თუმცა არასაკმარისი გამარჯვებისთვის.
  • ირაკლი ჩომახაშვილი – 1109 ხმა
  • ირაკლი ყანდაშილი – 1283 ხმა
  • მუხრან ღურწკაია – 302 ხმა
2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო – ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდიაშვილი, მუხრანი ღურწკაია, ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე და მანუჩარ ჭუმბურიძე.
თავმდჯომარე აირჩევა კენჭისყრაში მონაწილე ადვოკატების ხმების უბრალო უმრავლესობით. მესამე ადგილზე გასულმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში ის მხარს ირაკლი ჩომახაშვილის კანდიდატურას უჭერს.  მეორე ტური 2 კვირის განმვალობაში უნდა გაიმართოს.

დღევანდელ კრებაზე ასევე აირჩიეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც.
დღეს  აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი. მე-12 წევრი საბჭოში ასოციაციის თავმჯდომარე იქნება, რომელსაც მეორე ტურის შედეგად გამოავლენენ. ახლადარცეული აღმასრულებელი საბჭოს წევრთა შემადგენლობა ასეთია:
  1. კოჭორიძე კახა -1066 ხმა
  2. მიგრიაული როინ – 968 ხმა
  3. ფანცულაია გიორგი -846 ხმა
  4. როსტიაშვილი ნუგბარა -834 ხმა
  5. ლიპარტია ნინო – 825 ხმა
  6. მოდებაზე დათუნა – 803 ხმა
  7. ლიპარტელიანი რაისა – 789 ხმა
  8. მანელიძე შოთა – 765 ხმა
  9. მახარაშვილი ლევან – 764 ხმა
  10. გვიშიანი ზაქრო – 761 ხმა
  11. უტრიაშვილი ქეთევან – 696 ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი