სამართალი

საია მეწარმეების დაკავების ფაქტზე შეშფოთებას გამოთქვამს

6 ოქტომბერი, 2010 • • 1047
საია მეწარმეების დაკავების ფაქტზე შეშფოთებას გამოთქვამს

ინდივიდუალური მეწარმებიის დაკავების ფაქტს საია აპროტესტებს და აცხადებს, რომ გამოყენებული ღონისძიება – 80-მდე პირისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით, არ შეიძლება სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად ჩაითვალოს.    

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს გაკეთებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს, ფაქტთან დაკავშირებით.

საიას ინფორმაციით,  (რომელიც დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს იცავს), დაკავებულების ნაწილი ბრალდებულის სახით ჯერ კიდევ არ არის პასუხისგებაში მიცემული. სავარაუდოდ, როგორც წინასწარ ცნობილია, მათ ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე (საბაჟო წესების დარღვევა) და 362-ე (დოკუმენტების გაყალბება) მუხლებით,–ნათქვამია განცხადებაში.

საია აცხადებს, რომ ვითარებიდან გამომდინარე, ეჭვობენ, რომ დაკავება კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წინაპირობების არარსებობის მიუხედავად განხორციელდა, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ  დაირღვა დაკავებულ პირთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება _ თავისუფლების ხელშეუხებლობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი