ომბუდსმენი პროკურატურისგან სამართალწარმოების გამოსწორებას მოითხოვს

სახალხო დამცველმა  საქართველოს მთავარ პროკურორს  მურთაზ ზოდელავას რეკომენდაციით მიმართა, რათა გამოსწორდეს პროკურატურის სამართალწარმოების პრაქტიკა.  საქმე ეხება ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის გადახედვაზე მსჯავრდებულთათვის პროკურატურის მიერ გაცემული პასუხის პრაქტიკას.

სახალხო დამცველმა  საქართველოს მთავარ პროკურორს  მურთაზ ზოდელავას რეკომენდაციით მიმართა, რათა გამოსწორდეს პროკურატურის სამართალწარმოების პრაქტიკა.  საქმე ეხება ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის გადახედვაზე მსჯავრდებულთათვის პროკურატურის მიერ გაცემული პასუხის პრაქტიკას.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მსჯავრდებულ ნაპო ნადარაიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ედიშერ რევიშვილმა არაერთხელ მიმართა საჩივრით საქართველოს მთავარ პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 594–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ნაპო ნადარაიას განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რომელზეც ასევე არაერთხელ ეცნობა უარი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან.

ადვოკატმა ედიშერ რევიშვილმა პროკურატურის უარი სამართალწარმოების განახლებაზე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საიდანაც, 2010 წლის 17 თებერვლის სასამართლო დადგენილებით ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული პასუხი არის არა დადგენილება, არამედ, ატარებს მიმართვის ფორმას, ხოლო სსსკ–ის 242–ე მუხლის თანახმად საჩივრდება მხოლოდ პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება, მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ამის შემდეგ კი მსჯავრდებულის ადვოკატმა  აგვისტოში ომბუდსმენის აპარატს მიმართა.

სახალხო დამცველი აცხადებს ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი პრობლემით ბევრი მიმართავს.

”როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის დადგენილებაშია მითითებული ედიშერ რევიშვილისთვის გაგზავნილი პასუხი წარმოადგენს უბრალო მიმართვას (წერილს) და არა დადგენილებას. აღნიშნული ტიპის დოკუმენტის გამოცემის კომპეტენცია საქართველოს პროკურატურას აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის გამოყენება ხდება სისხლის საპროცესო ურთიერთობებში, ამით ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის დაუცველად დატოვება, რადგან რეალურად მას არ გააჩნია არც  სისხლის სამართლებრივი და არც ადმინისტრაციული გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა” – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენი მთავარ პროკურორს სამართალწარმოების გამოსწორებას თხოვს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი