სამართალი

წიგნების მიტაცებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდეს

19 აგვისტო, 2010 • • 1355
წიგნების მიტაცებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 16-17 აგვისტოს დაკავებულთა– საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის უფროსის ზურაბ ეცადაშვილის, სს „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის არჩილ გელოვანისა და რობერტ მნაცაკანოვის საქმე. ბიბლიოთეკის წიგნების მიტაცებასა და რეალიზებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდეს. მათ ბრალი მძიმე კატეგორიის ორგანიზებულ დანაშაულში ედებათ, რომელიც ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს– არჩილ გელოვანსა და ზურაბ ეცადაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო რობერტ მნაცაკანოვს 2000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეცადაშვილისა და გელოვანისათვის აღმკვეთი ღონისძიებების სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ორგანიზებული დანაშაულის ხასიათის სიმძიმე, ასევე ბრალდებულთა მხრიდან პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მათი მიმალვის საშიშროება. ასევე სასამართლომ  გაითვალისწინა რობერტ მნაცაკანოვის მიერ დანაშაულის აღიარებისა და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ მეტი ლოიალობა გამოიჩინა და წინასწარი პატიმრობის  ნაცვლად, მისთვის ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი