ნეტგაზეთი | თავსაბურავის აკრძალვა- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა? თავსაბურავის აკრძალვა- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა? – Netgazeti

თავსაბურავის აკრძალვა- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?

საფრანგეთის პარლამენტმა 2010 წლის სექტემბერში შესაძლოა თავსაბურავის ტარება აკრძალოს, რომელსაც მუსულმანი ქალები ატარებენ. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 335 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს. ახლა ზედა პალატამ (სენატმა) უნდა განიხილოს კანონპროექტი.

საფრანგეთის პარლამენტმა 2010 წლის სექტემბერში შესაძლოა თავსაბურავის ტარება აკრძალოს, რომელსაც მუსულმანი ქალები ატარებენ. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 335 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს. ახლა ზედა პალატამ (სენატმა) უნდა განიხილოს კანონპროექტი.

ქვედა პალატამ კანონსპროექტი დასამტკიცებად სენატს უკვე გადაუგზავნება. კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ 20 სექტემბრისთვის არის დაგეგემილი. აღნიშნული კანონპროექტის მიღების ინიციატივას საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზიც უჭერს მხარს.

CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მინისტრთა საბჭომ 2010 წლის მაისში განაცხადა, რომ სახის დაფარვა საზოგადოებრივ ადგილებში აიკრძალებოდა. მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტის მიღების ინიციატივით საფრანგეთის პარლამენტს მიმართა.

Pew Global Attitudes Project-ის საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის მიწედვით, გამოკითხულთა 83 % მხარი დაუჭირა მუსლიმური თავსაბურავის აკრძალვას, 17% წინააღმდეგ მისცა ხმა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International- კანონპროექტი დაგმო:

«სახის დაფარვის სრული აკრძალვა არღვევს აზრის გამოხავისა და რელიგიის ტვაისუფლებას იმ ქალების მიმართ, რომელთაც აცვიათ ბურქა ან ნიქაბი,”- განაცხადა ჯონ დალჰუისენმა, Amnesty International-ის ექსპერტმა დისკრიმინაციის საკითხებში ევროპაში.

თუ კი საფრანგეთის მთავრობა მხარს დაუჭერს ბურქას აკრძალვას ეს იქნება ევროპაში პირველი აკრძალვა მუსლიმური თავსაბურავების აკრძალვის შესახებ, აცხადებს CNN.

CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთში 3,5 მილიონამდე მუსულმანი ცხოვრობს. რაც საფრანგეთის მოსახლეობის 6% არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი