ნეტგაზეთი | ჟურნალისტები რუსეთის წინააღმდეგ ჟურნალისტები რუსეთის წინააღმდეგ – Netgazeti
RU | GE  

ჟურნალისტები რუსეთის წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი გაიგზავნა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ჰოლანდიელი ოპერატორის ოჯახისა და დაჭრილი ჰოლანდიელი და ისრაელის ჟურნალისტების სახელით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი გაიგზავნა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ჰოლანდიელი ოპერატორის ოჯახისა და დაჭრილი ჰოლანდიელი და ისრაელის ჟურნალისტების სახელით.

2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს კასეტური ბომბებით.

აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს ჰოლანდიის სამთავრობო მისიამ (Storimans investigative mission), ”Human Rights Watch-ma,” ”Amnesty International-მა” და საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ (ტალიავინის კომისია).

დაბომბვის დროს დაიღუპა 12 და დაიჭრა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. მათ შორის, დაიღუპა ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი, დაიჭრა ჰოლანდიელი ჟურნალისტი ეროენ აკერმანი და ისრაელის ჟურნალისტი ცადოკ იეჩესკელი.

2010 წლის 28 აპრილს ”საიამ” პარტნიორ ორგანიზაცია ”Stichting Russian Justice Initiative”-თან ერთად ევროპულ სასამართლოში სარჩელი გარდაცვლილი და დაშავებული ჟურნალისტების სახელით შეიტანა.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვასთან დაკავშირებული პირველი სარჩელი ევროსასამართლოში 2009 წლის თებერვალში შეიტანა 30 განმცხადებლის სახელით.

სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი დაარეგისტრირა სახელით – ”აბუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ.”   

”საიას” განმარტებით, ”ორივე სარჩელი ასაჩივრებს განმცხადებელთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) სამართლიანი დაცვის ეფექტური საშუალებებისა (მე-13 მუხლი) და დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი) პრინციპის დარღვევას.”

”რადგანაც ორივე გარემოება იმავე ფაქტობრივ ფარემოებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იდენტურ უფლებებს ეხება ”საიამ” ევროპულ სასამართლოს მიმართ თოვნით, გააერთიანოს ორივე სარჩელი.” 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი