სამართალი

მოსკოვში ექსტრემისტების ბანდა დააკავეს,რომლებიც ქალაქის დაბომბვას გეგმავდნენ

8 აგვისტო, 2011 • • 1088
მოსკოვში ექსტრემისტების ბანდა დააკავეს,რომლებიც ქალაქის დაბომბვას გეგმავდნენ

რუსეთის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა დააკავეს ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ასაფეთქებელი საშუალებების კეთებით იყვნენ დაკავებულნი, იმ მიზნით, რომ აფეთქებები მოსკოვის ტერიტორიაზე მოეწყოთ– ინფორმაციას რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულთა შორის არიან ახალგაზრდული ორგანიზაციის
„წინააღმდეგობა,“ „რუსული მარში,“ „სლავური კავშირის“ წევრები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა დაკავებული მოსკოვის მკვიდრია და ისინი ერთად სწავლობდნენ მოსკოვის ერთ–ერთ ტექნიკურ სასწავლებელში.

„ეჭვმიტანილები ინტერნეტით აქვეყნებდნენ ინფორმაციას ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებების შესახებ, აქტიურად იღებდნენ კონსულტაციებს ინტერნეტის სხვა მომხმარებლებისგან მათი დამზადების შესახებ, მეტი ეფექტურობის მიღწევისთვის და ასევე ავრცელედნენ მათ მიერ მიღწეული შედეგების ფოტო და ვიდეო მასალას.“– ნათქვამია განცხადებაში.

ეჭვმიტანილების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, 1 კგ. წონის, 10 კგ–მდე ასაფეთქებელი საშუალება (ამიაკსი სელიტრი) და ხუთი ლიტრი H2SO4.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ნივთიერებების გარდა ეჭვმიტანილების სახლში აღმოაჩინეს ლიტერატურა, ექსტრემისტული ხასიათის.

არსებობს ეჭვი, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ 30–მდე აფეთქებაში, რომელიც მოსკოვში სხვადასხვა დროს განხორციელდა.

სისხლის სამართლის საქმე დაკავებულების მიმართ აღძრულია „ასაფეთქებელი საშუალებების უკანონოდ შენახვის“ მუხლით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი