საზოგადოებასამართალი

სააკაშვილის თხოვნით, ენმ-ს წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

1 იანვარი, 2022 • 5178
სააკაშვილის თხოვნით, ენმ-ს წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პირველი იანვრის ღამეს შიმშილობა შეწყვიტეს ენმ-ს წევრებმა, რომლებიც პარტიის ოფისის ეზოში პროტესტის ამ ფორმით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

მოშიმშილეებთან წუხელ ღამე სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მივიდა.  და მისივე თქვით, მათ სააკაშვილის თხოვნა გადასცა შიმშილობის შეწყვეტაზე. 

მშვენიერაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. 

ამ შეხვედრის შემდეგ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტენ: 

მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე.”. 

მელია: ვიწყებთ მასობრივი შიმშილობის აქციას

მასალების გადაბეჭდვის წესი