სამართალი

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის

11 თებერვალი, 2010 • • 1411
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის

სახალხო დამცველის აპარატის სამედიცინო ექსპერტის აზრით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. თუმცა  ფიქრობს, რომ ხანგრძლივი შიმშილობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული გამსახურდიას ჯამრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს.

ეს განცხადება სახალხო დამცველის ოფისის პრესამსახურმა დღეს გაავრცელა.

ცოტნე გამსახურდია სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გუშინ ნახეს. მან უარი განაცხადა ყველა სახის სამედიცინო დახმარება და სახალხო დამცველის წარმომადგელებს უთხრა, რომ ის არ იღებს საკვებს, მხოლოდ წყალს სვამს და შაქრიან ჩაიას. გამსახურდია რამდენიმე კვირაა რაც შიმშილობს ობიექტური სასამართლოს მოთხოვნის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი