დაკავება ოქროს კონტრაბანდის ბრალდებით

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია სომხეთის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს საბაჟო–გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ დაახლოებით 40 000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა  და სიუველირო ნაკეთობები მალულად გადმოჰქონდა.

ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა საბაჟო წესების დარღვევის, საბაჟო კონტროლისაგან მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე დააკავეს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი