სამართალი

დევნილების დაკავებას საია უარყოფით შეფასებას აძლევს

2 თებერვალი, 2010 • • 1304
დევნილების დაკავებას საია უარყოფით შეფასებას აძლევს
დევნილთა აქციაში (28 იანვარი, 2010 წელი) მონაწილე ლელა არღვლიანის, დენის ალიოხინისა და აზა შენგელიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიციის თანამშრომლების ქმდებას უარყოფით შეფასებას აძლევს. საიას თქმით, მათ ადვოკატებს არ მისცეს საშუალება დაკავებულების დაცვის, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ.
დაკავებული პირების თქმით, ისინი სახლიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გამგეობაში იმ მიზეზით წაიყვანეს, რომ მათ შორის მორიგების აქტი გაფორმებულიყო. თუმცა როგორც საია აცხადებს სამივე მათგანი ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მიიყვანეს.
ასევე საია აცხადებს, რომ ამავე სამმართველოს თანამშრომლბემა “მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ადვოკატი და შეგნებულად დაუმალეს მას დევნილთა დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი.”
 თამარ ხიდაშელი, საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ აპირებს პოლიციის თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიაწოდოს, რომელიც უახლოეს დღეებში გეგმავს თბილისში ვისიტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი