სამართალი

სადამკვირვებლო მისიის განცხადება სამხრეთ ოსეთის მკვიდრზე

26 იანვარი, 2010 • 2802
სადამკვირვებლო მისიის განცხადება სამხრეთ ოსეთის მკვიდრზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ბ-ნ პლიევს  5 და 8 იანვარს ესაუბრნენ. 5 იანვარს ისინი ბ-ნ პლიევის ოჯახთან და მეზობლებთან შეხვედრამდე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში და შემდეგ ცხინვალში შეხვდნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე ეწვია იმ ადგილს, საიდანაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით სავარაუდოდ  ბ-ნ პლიევის გატაცება მოხდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე მოიძია ინფორმაცია საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან.

ხელმისაწვდომი ინფორმაციის საგულდაგულო შესწავლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  ბ-ნ პლიევის გატაცების ფაქტს და დაპატიმრებისას მის ხელთ იარაღის არსებობას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დიდი იმედი აქვს, რომ ყველა მხარე მხედველობაში მიიღებს მოცემულ შემთხვევას. საბოლოოდ, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ორივე მხარეზე დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად გაამოთქვამს აზრს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადამიანების მიმართ გატარებული უნდა იქნას ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი ზომები.”

ეს განცხადება  სადამკირვებლო მისიამ თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
5 იანვარს ოსური მხარე ქართულ სპეცსამსახურებს ოსეთის მოქალაქის, ვინმე გენადი ფლიევის გატაცებაში ადანაშაულებდნენ.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ფლიევის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მაშინ ამ საკითხზე განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა და განაცხადა რომ გენადი ფლიევი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით იყო გადმოსული. 

საქმის აღძრვის შემდეგ ოსურმა მხარემ ევროკავშირის დამკვირვებლებს სთხოვა  ცხინვალში,  გორის რაიონის სოფელ ნიქოზში გენადი ფლიევის დაკავების დეტალების გასაცნობად და შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად ჩასულიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი