პროკურორებისგან შეზღუდული ადვოკატები

განსასჯელს
სახელმწიფო
ბიუჯეტში შეტანილი ჯარიმის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ
თუ არა, ამ საკითხს პროკურორი წყვეტს; პროკურორი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას. მოსამართლეს შეუძლია პროკურორის მიღებულ გადაწყვეტილებას
ან დაეთანხმოს ან _ არა. თუმცა, არსებული სტატისტიკისა და პრაქტიკის მიხედვით, ბათუმში მოსამართლეები პროკურორის შუამდგომლობას ყოველთვის ეთანხმებიან.

ბათუმის
საქალაქო სასამართლოში არ ყოფილა ფაქტი, როცა მოსამართლემ არ დაამტკიცა პროკურორის გადაწყვეტილება,
განსასჯელის
საპროცესო
შეთანხმებით
გათავისუფლებაზე.
რა არის საპროცესო შეთანხმება; როგორ აფასებენ ქართული მართლმსაჯულების
ამ ნაწილს იურისტები და რას აპროტესტებენ ისინი.

საპროცესო
შეთანხმებისთვის
მინიმალური
თანხა ორი ათასი ლარია, მაქსიმალური ჯარიმა დგინდება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით,
რაც მისი ქონებით განისაზღვრება, წერია კოდექსში.

`თანხას,
რამდენი უნდა გადაიხადოს განსასჯელმა, პროკურატურა ადგენს, რაც ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს~, _ ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გენო ქარცივაძე.

`საპროცესო
შეთანხმების
ინსტიტუტი
გარკვეულწილად
ეწინააღმდეგება
სისხლის სამართლის ისეთ ძირეულ პრინციპს, როგორიცაა კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობა~, _
ამბობს ადვოკატი შალვა შავგულიძე.

იურისტი
რამინ პაპიძე კი თვლის, რომ `საპროცესო გარიგება მომაკვდინებელია
ქართული მართლმსაჯულებისთვის,
ადამიანის
უფლებების
უხეში დარღვევაა~ .

ადვოკატების
ნაწილს მიაჩნია, რომ პროკურატურა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კი არ განსაზღვრავს განსასჯელი პირის გათავისუფლებას,
არამედ იმის მიხედვით თუ ვინ იცავს მას.

ადვოკატი
რამინ პაპიძე: `კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების უხარისხოდ გამოძიების, არასწორი კვალიფიკაციის მინიჭების გამო, ხშირად მიწევს პროკურორთან დაპირისპირება. კონკრეტული პროკურორი იმას აკეთებს, რასაც კარნახობენ. დაუფარავმა პროტესტმა ის შედეგი მომიტანა, რომ პროკურატურამ Gემი საქმიანობა დაბლოკა~.

თუ
რას ნიშნავს `დაბლოკვა~, პაპიძე კონკრეტული ფაქტებით ხსნის: `მაგალითად, ახალშენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ნოდარ დიასამიძეს, პროკურორმა დავით ჭარბაძემ უთხრა: თუ საქმეში პაპიძეს დატოვებ, საპროცესოს არ გაგიფორმებთო. ჭარბაძემ აჭარის სახანძრო სამსახურის ყოფილ უფროსს, ზაზა სურგულაძესაც ასეთივე ულტიმატუმი წაუყენა~.

რამინ
პაპიძე კიდევ ერთ საქმეს იხსენებს: `იგივე დავით ჭარბაძემ, საპროცესოს გაფორმებაზე, უარი მითხრა აკაკი მინაშვილის საქმეშიც. შემდგომ საქმეში სხვა ადვოკატი ჩაერთო. ზუსტად იმავე პირობებით, წერტილ-მძიმეც არ შეუცვლია, გაუფორმეს საპროცესო, ანუ პატიმარი გაანთავისუფლეს~.

პაპიძის
დაკვირვებით,
საპროცესოს,
ძირითადად,
.იმ ბრალდებულებთან აფორმებენ, რომელთა ადვოკატებიც ადრე პროკურატურაში მუშაობდნენ. `ამჟამად, საქართველოში, პატიმრის ციხიდან გამოყვანა მხოლოდ საპროცესო გარიგებითაა შესაძლებელი. როცა თავისუფალ ადვოკატს ამის საშუალება არ გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსს აღარ გიტოვებენ. მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა კლიენტს ჩემგან წასვლა თვითონ ვურჩიე, მისი ინტერესებიდან გამომდინარე~, _
ამბობს პაპიძე.

ბათუმში
ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი, რამინ პაპიძე არ გამორიცხავს, რომ საადვოკატო საქმიანობას თავი დაანებოს.

მსგავს
ტენდეციაზე
საუბრობს ადვოკატი შალვა შავგულიძეც, რომლის მონაწილეობით  გასულ წელს ორი საპროცესო
შეთანხმება
შედგა: `გამამართლებელი არა, მაგრამ ობიექტური გადაწყვეტილება მქონდა. ეს იყო ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მრჩევლის, თემურ ბასილიას საქმე… მას რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ბრალდების ძირითად ნაწილში გამართლდა.

მეორე
შემთხვევაში
საქმე აღძრული იყო განზრახ მკვლელობის მუხლით. პირველი ინსტანციის სასამართლომ თამარ ნემსიწვერაძეს ამ მუხლით შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდა, რაზეც ნემსიწვერაძე არ დასთანხმდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ კი პატიმარი დარბაზიდან გაათავისუფლა~.

შალვა
შავგულიძეს
მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძალიან ბევრ ქვეყანაში გამართლებულია, მაგრამ ამ ფორმას ქართულ პრაქტიკაში მანკიერად იყენებენ: `მაგალითად, ხელისუფლებისთვის
არასასურველ
თანამდებობის
პირებს უგონებენ დანაშაულს და შემდეგ ამაში ბევრ ფულს ახდევინებენ~.

შალვა
შავგულიძისთვის
ამ თვალსაზრისით სულხან მოლაშვილის საქმეა განსაკუთრებით საინტერესო: `პროკურატურამ კონტროლის პალატის მრავალი თანამშრომელი დააპატიმრა. მათ ერთს სთხოვდნენ: ეთქვათ, რომ სულხან მოლაშვილს ქრთამს აძლევდნენ და პასუხისმგებლობას
არ დააკისრებდნენ. უარის შემთხვევაში სასჯელით ემუქრებოდნენ. ამ სახის ცდუნებას ვიღაც უძლებს, ვიღაც _ ვერა~.

ადვოკატი
ამბობს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, ნებისმიერი ინსტიტუტი შეიძლება ნეგატიურად იქნას გამოყენებული. პროკურორებსა და გარკვეულ ადვოკატებს შორის ალიანსის არსებობას შალვა შავგულიძეც ეთანხმება: `პროკურორებს არ სურთ საქმეში ჩართონ ის ადვოკატები, რომლებიც დაცვას რეალურად ახორციელებენ. ისინი პრაქტიკიდან ნელ-ნელა იდევნებიან. სამაგიეროდ შემოსავლები ეზრდებათ იმ ადვოკატებს, რომლებიც პირიქით მოქმედებენ _ დაცვას არ ახორციელებენ. ეს ადვოკატები კლიენტის კი არა, პროკურორების ინტერესებს იცავენ~.

შალვა
შავგულიძე:
`მქონდა შემთხვევა, როცა ჩემს კლიენტს უთხრეს _ შავგულიძე ჩვენთან დაპირისპირებას ნიშნავს. თუ საუბარი იყო ორასი ათას ლარზე ან ნახევარ მილიონზე, პროკურატურა ჩამოსულა 10 ათასს ლარამდე და კლიენტისთვის უთქვამს – ადვოკატი შავგულიძე საქმეს ჩამოშორდესო~.

იგივე
მოსაზრება
აქვს რამინ გვარიშვილსაც:

`საპროცესო
შეთანხმება,
ძირითადად,
იმ ადვოკატებთან ფორმდება, ვინც ადრე პროკურატურაში მუშაობდა. ზოგიერთი ადვოკატი საპროცესო შეთანხმებას იმიტომ ვერ აფორმებს, რომ შედეგის მიღწევას სასამართლო პროცესზე არსებითი განხილვით ცდილობს, ანუ პროკურორებთან კამათობს კიდეც, რაც პირად კონფლიქტში გადადის.

შესაბამისად,
პროკურატურაში
საპროცესოზე
აღარც მსჯელობენ. სხვებისგან განსხვავებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ორმაგ ჯარიმებს იხდიან~.

გვარიშვილს,
ისევე როგორც სხვებს, პრაქტიკაში ჰქონია საქმე, როცა, მისი აზრით, უდანაშაულო ბრალდებულმა, იმისათვის, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მიეღწია, დანაშაული აღიარა.

იურისტი
გენო ქარცივაძე ამბობს, რომ შემთხვევა, როცა კლიენტს მისგან წასვლა ურჩიეს, პრაქტიკაში არ ჰქონია: `პროკურორებს უარი უთქვამთ იმ პირობებზე, რაც მე მინდოდა, მაგრამ მათ პირობებზე შევთანხმებულვართ~.

ქარცივაძე
გასულ წელს სისხლის სამართლის 15 საქმეში მონაწილეობდა, ამათგან უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.

იურისტის
აზრით, `არათანაბარ პირობებში ადამიანებს ის აყენებს, რომ საპროცესო შეთანხმების თანხა კანონით არაა განსაზღვრული: მინიმალური თანხა ორი ათასი ლარია, მაქსიმალური ჯარიმა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით
დგინდება.
თანხის ოდენობას კი პროკურატურა ადგენს~.

ადამიანის
უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი ედიშერ მახარაძე 2004 წლამდე პროკურორად მუშაობდა, დღეს ის ადვოკატია. კოლეგების მოსაზრებას _ საპროცესო შეთანხმების მიღწევა ყოფილ პროკურორებს უადვილდებათ, არ იზიარებს. `განსაკუთრებული საქმეები აჭარის ან  ბათუმის პროკურატურის დონეზე კი არა,
გენერალურ
პროკურატურაში
წყდება. ვერ ვხვდები, რა შეღავათი შეიძლება გამეწიოს, თუკი პროკურატურის მხრიდან არანაირი პრივილეგია არ არსებობს~.

ადვოკატს
2008 წელში
გამამართლებელი
განაჩენი არ ჰქონია. ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებებზე, ძირითადად, არ მუშაობს. ისეთ ფაქტსაც იხსენებს, როცა საპროცესო შეთანხმებას, ჯერჯერობით მაინც, ვერ მიაღწია: `განსასჯელ გურამ კონცელიძეს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს. თუმცა, ისეთი მუხლები აქვს წაყენებული, უნდა გაუფორმონ. კონცელიძეს, გასული წლის აგვისტოს ომის დროს, არასწორი პოლიტიკის გატარება და იარაღის უკანონოდ ტარება ედება ბრალად~.

ედიშერ
მახარაძე ამტკიცებს, რომ საპროცესო შეთანხმების დროს ადვოკატის ფაქტორი გადამწყვეტი არ არის. საპროცესო შეთანხმებაზე კი, ძირითადად, სახაზინო ადვოკატები მუშაობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა