უპრეცედენტო განაჩენი

საპროცესო შეთანხმებით განსასჯელი ბათუმის სასამართლომ ისე გაათავისუფლა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხას არ გადაიხდის. განსასჯელს თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

განსასჯელმა სერგო ბერიოზინმა 2009 წლის იანვარში მაღაზია გატეხა და ორი ბოთლი ლუდი და სამი ლარი მოიპარა. ეს დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

განსასჯელმა ციხიდან პროკურატურას თხოვნით მიმართა: მან სამი წელი პატიმრობა და ჯარიმის დაკისრების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

 

მოსამართლე მერაბ კოზმავას გადაწყვეტილებით, განსასჯელი საპყრობილეში მხოლოდ სამ წელს გაატარებს, ხოლო დანარჩენ ექვს წელს გამოსაცდელი ვადით გაათავისუფლებენ, ბიუჯეტში შესატანი თანხის გარეშე.

 

სერგო ბერიოზინის ინტერესებს ადვოკატი ბაკურ ბოლქვაძე იცავს. საქმის პროკურორი  ზაზა მეტონიძეა.

 

ნასამართლობის ცნობის მიხედვით, განსასჯელი ექვსჯერაა გასამართლებული.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა